გიორგი ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო - აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც

გიორგი ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო - აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც

20 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 450

ჩემ მიმართ პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი,- ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილა დირექტორმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.

მისი თქმით, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რაიმე საერთო ან საწილო საქმე ჰქონოდათ.

„2016 წლის ნოემბერში სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია. პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი.

შემდეგ იფიქრა, რომ „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება" და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო.

ასევე მის გარშემო ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვგმობდი.

აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც. ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ბევრს ეხმარებოდა, ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ფულის სესხება მინდოდა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, გამიშვა ბანკში. ბანკში რისკებს ხედავდნენ, რადგან არ იცოდნენ ამის შესახებ.

მე ბიძინა ივანიშვილს სატელეფონო საუბარში ვუთხარი, რომ რისკები არსებობდა, მაგრამ მე ეს საქმე ვიცი, რისკი კი დაბალი იყო, ამიტომ ისიც ვუთხარი, რომ ქონებაც ამაში მქონდა. მან კი მითხრა ნატოს დავლაპარაკებოდი და თვითონაც დაელაპარაკებოდა. ნატოსთან კი იმ დღესვე მივედი.

ივანიშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ ნატომ [ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა] გადააფიქრებინა და მერე მე თავად შემოვიდა ინვესტორად. ეს კი ტყუილია. როდესაც ნოემბერში სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მას სურდა ამ საქმეში შესვლა და არა მე, შემდეგ, როდესაც სატელეფონო ჩანაწერი გამოჩნდა მეორე ჩვენება მისცა და თქვა, რომ ის გავაკეთე, რასაც მამა შვილსაც არ უზამს. მამაშვილურად დავეხმარეო, ანუ ბიზნესი "ავახიეო".

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შემთხვევა არ არის, რომ მე და მას რაიმე საერთო ან საწილო გვქონდა",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე