გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს

გიორგი კალანდარიშვილი - ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს

03-10-2025 23:49
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 109

განვლილი პილოტებისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პროგნოზით, კენჭისყრის დასრულებიდან ერთი-ორი საათის განმავლობაში უნდა ველოდოთ წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„შედეგები გადმოგზავნილი თუ იქნება ნახევარ საათში, ორმოც წუთში, ორმოცდაათ წუთში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავაყოვნებთ. რაც მალე და ადრე მოვახერხებთ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას, მით მოხარული ვიქნებით. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ტრადიციულ პროცედურებზე, რაც კვლავ არის პროცესში – გადასატანი ყუთიდან მოსული ბიულეტენების მოთავსება, წილისყრები, უბნის დახურვის, გადმოგზავნის პროცედურები. ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე