საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 ამარცხებს.
მესამე გოლი ბულგარელების კარში გიორგი მიაუტაძემ გაიტანა.
შეხვედრაში ორი გოლის ავტორები არიან - ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა გაგნიძე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.