გიორგი შარაშიძე - ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! - ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი

გიორგი შარაშიძე - ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! - ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 102

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად და ეს კანონპროექტებიც ამის გაგრძელებაა.

„ჩვენ ვინმეს გვიკვირს „ოცნებისგან“ ამ ტიპის ქმედებები?! „ოცნება“ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის, კანონმდებლობით გააძლიეროს. ეს ხდება დღესაც. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა “ოცნებას“ ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია „ოცნებისთვის“ საბაბი, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც ის აშენებს?! ამავე დროს, „ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს და არც დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს დამოუკიდებლად, ბუნებრივია, არ იქნება სწორი და ლოგიკური,“ - განაცხადა შარაშიძემ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ რთულია წინასწარ იმსჯელო იმაზე, შეეხება თუ არა მის პარტიას აკრძალვა.

მისივე თქმით, „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და მისი პოლიტიკური გუნდი ყველაფრისთვის მზადაა.

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია. ასე რომ, ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. გაუგებარია, არასერიოზულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ,“ - განაცხადა შარაშიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე