გიორგი სიორიძე - „ოცნებას“ განზრახული აქვს დიქტატურა  დაამკვიდროს, განსხვავებული აზრისთვის არ დარჩეს სივრცე, ოპოზიცია გაქრეს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ, მიუხედავად სასამართლოს უზურპაციისა - უნდა შევქმნათ ბრძოლის პრეცედენტები

გიორგი სიორიძე - „ოცნებას“ განზრახული აქვს დიქტატურა დაამკვიდროს, განსხვავებული აზრისთვის არ დარჩეს სივრცე, ოპოზიცია გაქრეს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ, მიუხედავად სასამართლოს უზურპაციისა - უნდა შევქმნათ ბრძოლის პრეცედენტები

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 160

„ლელო - ძლიერმა საქართველომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

როგორც სიორიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ისინი ამავე საკითხით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებენ.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციის მიღმა დააყენა თავისი თავი და არა ჩვენ, არა ქართული საზოგადოება, არა პროდასავლური ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი კონსტიტუციური სივრცისა, რომელიც უზურპირებული აქვს ბიძინა ივანიშვილს და ამ რეჟიმს, თუმცა მნიშვნელოვანია, შევქმნათ ბრძოლის პრეცედენტები, მათ შორის, სამართლებრივი ბრძოლისა, ისევე როგორც გასული წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველა სასამართლოში, ყველა ინსტანციაში ვიდევთ, საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართეთ და ამოვწურეთ ყველა გზა, რათა დაგვემტკიცებინა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების მიტაცება 26 ოქტომბერს. ამის შედეგია სწორედ, რომ მთელს მსოფლიოში „ქართული ოცნება“ და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება, მისი რეჟიმი, აღიარებულია არალეგიტიმურად, ის არის სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში და წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად, ჩვენი, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ბრძოლა იყო სწორედ ამის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი. დღესაც, როდესაც „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, რომ დიქტატურა საბოლოოდ დაამკვიდროს ამ ქვეყანაში, რათა არავითარი სივრცე არ დარჩეს განსხვავებული აზრისთვის, რათა პოლიტიკური ოპოზიცია გაქრეს პოლიტიკური ველიდან, ჩვენ ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი კონსტიტუციური სარჩელით, სადაც კვალიფიციურად არის დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტებით თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული, არამედ საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამო. კონსტიტუცია არ აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის უფლებამოსილებას, რომ გადაუწყვიტოს ადამიანებს, იქნებიან თუ არა პოლიტიკაში ჩართულები და განახორციელებენ თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას. მსგავსი კომპეტენცია მას არ აქვს, ეს თავისთავად ცხადია და შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში და შესაბამისად, არის ასახული ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში. ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ იურისტს იმის უარყოფა, რაც თავისთავად ცხადია - ეს ნორმები არის არაკონსტიტუციური, მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლას, მათ გაქრობას პოლიტიკური ველიდან. ასე მარტივად ეს არ გამოუვათ, ჩვენ ვიბრძოლებთ სტრასბურგში, ვიბრძოლებთ აქაც და როდესაც რეჟიმი შეიცვლება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, - განაცხადა სიორიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე