გიორგი ტყემალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ

გიორგი ტყემალაძე - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში დავიწყებთ

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 99

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოებისთვის შეარჩევენ ისეთ დროს, რომლითაც მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი ექნება.

„გიდასტურებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. ეს დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, შევარჩევთ დროს, როცა ნაკლები დისკომფორტი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, - აღნიშნა ტყემალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე