გივი თარგამაძე - თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი მიბარებს კომისიაზე, თან როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“ - ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა?

გივი თარგამაძე - თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი მიბარებს კომისიაზე, თან როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“ - ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა?

23-06-2025 13:57
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 1038

თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე. როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“. ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

ის სავარაუდოდ, ისარგებლებს საბოლოო სიტყვით და განაჩენის გამოცხადებასაც დაესწრება, რომელიც 27 ივნისს, 10:30 საათზეა დანიშნული.

„ვხედავთ, რომ ყველას იჭერენ. ამ მოსამართლემ ახალგაზრდა ბიჭი 4,6 წლით გაუშვა ციხეში და მე რას მიზამს, არც ვდარდობ მაგაზე. პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი, სადაც ვიღაც არსება, თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე, როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“. ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? მე გამოცდილი ადამიანი ვარ, პატარა აღარ ვარ, ვინაა თეა წულუკიანი, „გივი ჩვენ ვართო“, რომ მეძახის, ამაზე უნდა მივიდე? რაზე ვსაუბრობთ?

არც ისე მივიდოდი და არც ასე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უზრდელი უნდა იყოს. მე თვითონ ვიყავი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გახსოვთ რამე ჩემგან უზრდელობა? მე მზად ვარ ყველაფრისთვის, პუტინის ძებნილი ვარ, 25 წელი ბელარუსში მოსჯილი მაქვს, რუსეთში ციხეში ჩაჯდომა მაქვს მოსჯილი, მზად ვარ, აბა, გიჟი კი არ ვარ, ასე რომ ვიქცევი?“ - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძემ ასე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას უპასუხა: „ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი“, - განაცხადა წულუკიანმა 3 აპრილის სხდომაზე.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.



მსგავსი სიახლეები

18 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე