გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის  ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა შელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს.

03-01-2026 21:23
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 140

საქართველოს პროკურატურის განცხადებით,  გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, დანის და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

დონალდ ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც, შესაძლოა, მორიგი სამხედრო ოპერაცია გახორციელდეს _ მან განაცხადა, რომ მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი “კარგი ქალია”, თუმცა, მექსიკა კარტელების ხელშია.  “ის არ მართავს მექსიკას _ მექსიკას მართავენ კარტელები. მექსიკას რაღაც უნდა მოვუხერხოთ”, _ თქვა ტრამპმა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე