გორის საკრებულოს თავმჯდომარე - "რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ"

გორის საკრებულოს თავმჯდომარე - "რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ"

21-08-2025 00:26
კატეგორიები: პოლიტიკა რეგიონი
პოსტი ნახა: 2647

რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

The New York Times-თან საუბარში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

“ეგ ყველაფერი მიშას ბრალი იყო. მან განზრახ მოახდინა ვითარების პროვოცირება. ეს მხოლოდ ბევრიდან ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომელიც მან გამოიწვია,” - განაცხადა რაზმაძემ.

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ 90-წუთიან ინტერვიუში რაზმაძემ სააკაშვილს ყველაფერი დააბრალა “ეკლესიების დასწრების კვლებიდან დაწყებული მუნიციპალური წყლის შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული”.

ასევე, რაზმაძე 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დროს რუსი სამხედროების გორში შესვლას მიესალმა.

“ისინი აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ, და მადლობა ღმერთს რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის ისინი კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ,” - განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.



მსგავსი სიახლეები

3 საათის წინ

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე