გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა რეგიონი
პოსტი ნახა: 166

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. დავით რაზმაძის გადაყენებას საკრებულოს 36 წევრიდან მხოლოდ 10-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ.

„საარჩევნო ყუთში ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა თერთმეტი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იყო - ერთი, შესაბამისად, ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა იყო ათი და კენჭისყრის შედეგები ამგვარია - მომხრე 10, მოწინააღმდეგე არცერთი, შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და საკრებულოს რეგლამენტით, აღნიშნული საკითხი განსახილველად აღარ შეიძლება დაისვას სამი თვის განმავლობაში“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, სხდომის სპიკერმა მარლენ ნადირაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე