გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, 20 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მეზობლების ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა.
მათივე ინფორმაციით, ცოლზე ფიზიკურად ძალადობის შემდეგ, ქმარმა თვითდაზიანება მიიყენა. იგი კლინიკა ,,გორმედშია" გადაყვანილი.
ახალგაზრდა ქალს კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით წყვილი ორი თვის დაქორწინებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.