ქვეითთა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გორში, ვერხვების უბანში, მომსახურების სააგენტოს შენობის წინ მოხდა.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა.
წყარო: qartli.ge