გურჯაანში, სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანში, სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

05-05-2025 15:56
კატეგორიები: სამართალი

გურჯაანში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა. დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი.

ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა დაზიანება.

დაჭრილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

პოსტი ნახა: 557


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე