საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს. საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა უკვე დაიწყო. უწმინდესის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც მომდევნო დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
დღესვე საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა და სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის სხდომ გაიმართა. განხილვის თემა პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები იყო.
ცნობილია, რომ პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის საკათერდო ტაძარში, ილია მეორეს სურვილის თანახმად დაკრძალავენ.