გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 130-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი.
💬 ,,დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტს სწორედ აღნიშნული პირების გათავისუფლება წარმოადგენს.
ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებს.
რაც შეეხება ინციდენტებს, შეხვედრებს შორის პერიოდში, ანუ 22 დეკემბრიდან დღემდე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია, ეს იშვიათი მოვლენაა და ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ ამინდით და მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია.
წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონოდ დაკავების 6 შემთხვევა“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ირაკლი ანთაძე - უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ერგნეთში დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ მათი გათავისუფლებაა
2 საათის წინ
პოსტი ნახა: 18
წინა ახალი ამბავი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
შემდეგი ახალი ამბავი
ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა