ირაკლი ღარიბაშვილის შვილი -  აშშ-ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ირაკლი ღარიბაშვილის შვილი - აშშ-ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

16-12-2024 14:46
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 893

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ის უნივერსიტეტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ საქართველოში 1 თვითაა ჩამოსული, ზამთრის არდადეგების დასრულებისთანავე კი პენსილვანიაში დაბრუნდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რითაც ის აშშ-ში უნივერსიტეტის დატოვების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში, ჩემს ოჯახთან, 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, - განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს პენსილვანიის უნივერსიტეტმა სასწავლებლის დატოვება მოსთხოვა.



მსგავსი სიახლეები

3 საათის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე