ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი მოხარული უნდა იყოს იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში

ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი მოხარული უნდა იყოს იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში

29-05-2025 19:59
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 429

ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს არ ვიცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“.

პრემიერის თქმით, ბაჩიაშვილი მოხარული უნდა იყოს იმით, რომ არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

„მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერისა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

20 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე