ირაკლი კობახიძე კითხვაზე, დაიწყება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიება - დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება

ირაკლი კობახიძე კითხვაზე, დაიწყება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიება - დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 112

დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვას, შესაძლოა თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერ-მინისტრით, ირაკლი ღარიბაშვილით დაინტერესდეს.

ამასთან, აღნიშნულ შეკითხვას, კობახიძემ სპეკულაციური უწოდა.

„სპეკულაციური, არასწორი და არაჯანსაღი კითხვები დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმენა.

[ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციაზე] კი, კი არაერთხელ მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯერ მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რატომ არ იყო ღარიბაშვილი დედაქალაქის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე და რა სტატუსით მივიდა ამავე ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძე.

„მან [ღარიბაშვილმა] თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო კალაძის წარდგენაზე?

[არჩილ თალაკვაძე] ის მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, როგორც არა პოლიტიკოსი.

ადამიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლას ცალკე სპეკულაციას მოაყოლებდით და არ გვინდა ეს სპეკულაციები“, - განაცხადა კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე