მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმა გასული 5 დღე შეაჯამა და აღნიშნა, რომ თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, პოლიციელები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.
„მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე - მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით
03-12-2024 14:15
კატეგორიები:
პოლიტიკა
პოსტი ნახა: 468

წინა ახალი ამბავი
საპროტესტო აქციების შედეგად 2 დეკემბერს სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს
შემდეგი ახალი ამბავი
საპატრიარქო - მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს
