ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა

8 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 211

ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ - რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება ღია იქნება მასთან თანამშრომლობისათვის.

„ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა გერმანიისთვის კონტრპროდუქტიული იყო. არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობა, პირიქით, თუ გავიხსენებთ წინა ელჩებს, ყველას თავისი დადებითი წვლილი შეჰქონდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობასა და მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ის ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.

არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა, როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე