ირაკლი კობახიძე - ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას - ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ირაკლი კობახიძე - ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას - ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას

19-05-2025 21:21
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 323

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე