ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.  აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 27

ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გაშვებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა.

უწყება აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცება, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმური და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და უარყოფს აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დღეს განხორციელებულ თავდასხმებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად.

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ესაუბრა.

აბას არაღჩიმ ბაირამოვს განუცხადა, რომ ირანულმა მხარემ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

ირანის ახალი ლიდერის არჩევის პროცესში პირდაპირ უნდა ვიყო ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.  დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი განიხილება.  „ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს“, - აცხადებს ტრამპი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პროკურატურამ „პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალის წარდგენა დღეს მოხდა, ხოლო საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე