ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.  დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

06-01-2026 11:11
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 74

ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიაცია - „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“ - და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია.

HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში, ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს. ამ ქმედებებმა პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მაშჰედსა და დედაქალაქ თეირანში. დემონსტრაციებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. უსაფრთხოების ძალებმა კამპუსების დარბევა დაიწყეს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 5 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მიმართ არანაირ შეწყნარებას არ გამოავლენენ.

ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმსახურებდა ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.  მისი მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მსოფლიოს დაუმტკიცა ვენესუელაში თავისი ქმედებებით, რაც, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, „უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისთვის“.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება.  „მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს.  ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე