ირაკლი კობახიძე - ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე - 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა

ირაკლი კობახიძე - ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე - 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა

20-01-2025 17:56
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 772

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანაში თვისებრივად უნდა გარდავქმნათ უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო სისტემა. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი. ამ მიმართულებით რესურსები არის ძალიან დიდი. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისთვის, რომ, 4 წელიწადში, ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ, 4 წელიწადში, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხის განათლებასაც ის ევროპულ ქვეყნებში იღებს. ამისთვის უნდა დაისახოს გეგმა, ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელის მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძემ. ამ კომისიის მდივანი იქნება ლევან იზორია, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. არცერთი დღე და კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მივაღწიოთ დასახულ მიზანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

31 წუთის წინ
1 საათის წინ
2 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე