ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 18

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს:

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია.

ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

ეგვიპტის შემთხვევაში

მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin - Taba border crossing - 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი:

ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი

ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი

საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი - მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია.

შარმ ელ-შეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში/არის პირდაპირი რეისები.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074

იორდანიის შემთხვევაში:

Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო - ავტომობილებისთვის 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში, გადავა 24/7 რეჟიმზე.

ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს - 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა.

https://www.iaa.gov.il/land-border.../yitzhak-rabin/fees/

იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით

https://www.egged.co.il/homepage.aspx

The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანის მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათია.

ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით.

საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799

ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია.

გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე. https://www.iaa.gov.il/",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. გაურკვეველია, რა მოხდება შემდეგ. თუმცა, ახლა გზა ღიაა განსხვავებული ირანისკენ, ისეთისკენ, რომლის ჩამოყალიბების თავისუფლებაც მის ხალხს შეიძლება მეტი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით, კონტაქტში იმყოფება პარტნიორებთან, რათა დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები გამოძებნონ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე მიუღებელია და სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს. მისი თქმით, ჩინეთი გმობს „სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პეკინი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება შესაძლოა სახიფათო უფსკრულში აღმოჩნდეს“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე