იტალიაში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს დანაშაულის ჩადენის დროს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 74 წლის რომაელს საფულე მოპარეს. ნივთები, რომელიც შეიცავდა ნაღდ ფულსა და საბანკო ბარათებს, ამოღებულია და მფლობელს დაუბრუნდა.