იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქციებზე დაკავებულთა მშობლები აქციას მართავენ - მათ მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქციებზე დაკავებულთა მშობლები აქციას მართავენ - მათ მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

14 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების აქცია მიმდინარეობს.

მშობლებს ხელში უჭირავთ მათი შვილების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, კერძოდ კი: ნინო გალუსტაშვილის, დავით მამისეიშვილის, თამარ მჭედლიშვილის, ნინო სახელაშვილის, ნათია გუდაძის და სხვების.

მშობლების განცხადებით, ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.

აქციაზე მყოფმა მშობლებმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესასვლელთან, სადაც მოსამართლეების შედიან, ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისმის შეძახილები: „არ გრცხვენიათ?“, „მონა, მონა“.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

 

წყარო

პოსტი ნახა: 31


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე