ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
როგორც მეზობლები ამბობენ, ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აღენიშნებოდა (ცერებრალური დამბლა) და მკურნალობა ინტენსიურად უტარდებოდა, რაც შეეხება დედას, თვითმხილველთა თქმით, ქალთან ადგილზე დახვდათ პირნაღები მასაც. მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ ეტაპზე, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია განიხილება, რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ალბათობას, როგორც ახლობლები ამბობენ, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და აირის გაჟონვა არ ფიქსირდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
( ფოტო არქივი )