ჯერჯერობით რეჟიმი არ შერყეულა. ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს – ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი და თუ ეს მოხდა, მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროზე გავრცელდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა მსოფლიო
პოსტი ნახა: 20

ჯერჯერობით რეჟიმი არ შერყეულა. ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს – ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი და თუ ეს მოხდა, მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროზე გავრცელდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ირანი არის ტიპური საბჭოთა კავშირი და რეჟიმის ჩამოშლას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში.

„თუ რამეს შეიძლება შევადაროთ დღევანდელი ირანი, ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირი. ირანის მმართველობა ალაჰის ნებაზეა მორგებული. რეჟიმის ჩამოშლა ასეთი იოლი არ არის. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს. ამით ისტორია არ მთავრდება, ახალი ისტორია იწყება. ხამენეი 86 წლის იყო, წამსვლელი იყო და 3-4 წელია, ირანში საჯაროდ საუბრობენ იმაზე, როგორ მოხდებოდა რეფორმები მას შემდეგ, რაც ხამენეი გარდაიცვლებოდა. უამრავ საკითხზე იყო საუბარი ირანში, მათ შორის, იმაზე, თუ ვინ იქნება მისი მემკვიდრე.

ხამენეი მოკვდა თავის ოფისში, რეზიდენციაში. ის არ გაიქცა, არ დაიმალა. მან გადაწყვიტა რეზიდენციაში მომკვდარიყო. ეს არის შეტყობინება იმისა, რომ არ გაქცეულა და სიკვდილს შეხვდა „ღირსეულად“. რეჟიმის მომხრეებში ეს გამოიწვევს სერიოზულ პატივისცემას. რეჟიმი არ შერყეულა ჯერჯერობით. რაც შეუძლია ისრაელს და ამერიკას ისაა, რომ გაანადგუროს მთლიანად ინფრასტრუქტურა. ირანის დაჩოქება შეიძლება განიარაღებით, მაგრამ რეჟიმის შეცვლა, როგორც საბჭოთა კავშირში დასჭირდა 4-5 წელი რეჟიმის შეცვლას, ასე უნდა მოხდეს. ან შეიძლება დაიწყოს სამოქალაქო ომი – მტრისას. ეს იქნება უარესი, ვიდრე ერაყში რაც მოხდა. ამიტომ რეჟიმის არასწორი ჩამოშლის რისკები ძალიან ბევრია. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი ძალიან ძლიერი იდეოლოგიაა, ეს არ არის ხამენეის იდეოლოგია, პირველი საუკუნეებიდან მოდის.

თუ არასწორად ჩამოიშალა რეჟიმი, როგორც ერაყში, ერაყივით არ დამთავრდება ეს. ჯაჭვური რეაქცია ექნება ერაყში, სირიაში, ლიბანში და ისრაელსაც არ დაადგება კარგი დღე. თუ ვინმე ყველაზე მოწყვლადია ამ საერთო ჯაჭვში, ეს არის ისრაელი. ტრამპის არ იყოს, ამერიკას მართლა 2 დიდი ოკეანე იცავს და ისრაელს ვინ იცავს?! ყველაზე მომგებიანი დღეს არის არაბული სამყარო. ირანმა დაარტყა არაბულ სამყაროს. ეს აბსოლუტურად იდიოტური გადაწყვეტილებაა. არ სჭირდებოდა მას ამის გაკეთება. არაბული სამყარო გაძლიერდა,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მაღალი შანსია, ირანმა ბირთვული პროგრამა დათმოს და დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პირობებს დათანხმდეს.

მისივე თქმით, ბირთვული პროგრამა ირანისთვის წყევლაა.

„მართლა რა შავ ქვად უნდა ირანს ეს ბირთვული პროგრამა?! ძალიან ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე და არ აქვთ ბირთვული იარაღი. მაგალითად, იაპონია, გერმანია, კანადა, თურქეთი და ა.შ. ირანს ბირთვული იარაღი არაფერში სჭირდება, გარდა იმ უბედურებისა, რაც რეგულარულად ატყდება თავზე, წლების განმავლობაში. ამის გამო თავის ხალხს ხოცავს და ა.შ. წყევლა არის ბირთვული პროგრამა ირანისთვის. ჯობია გათავისუფლდეს და გახდეს თუნდაც, ზომიერი თეოკრატიული სახელმწიფო,“ – აღნიშნა მან.

ამასთან, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თუ სამხედრო დაპირისპირება რამდენიმე თვე გაგრძელდა, ეს დონალდ ტრამპისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება და ის არჩევნებს წააგებს.

„თუ ირანელები გაწელავენ ამ დაპირისპირებას, დაუმორჩილებლობას 2-3 თვე, ტრამპი არჩევნებს წააგებს. აშკარად ჩანს, რომ ეს არ იქნება პოპულარული. მან 1 კვირაში უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი, თუ უნდა, რომ რაღაც ქულები აიღოს. თუ გაგრძელდა 1 თვე მაინც და ირანელებმა მოახერხეს გრძელვადიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევა, თუ 20-25 ამერიკელი მაინც მოკვდა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ტრამპისთვის. არჩევნების წინ ამის დაწყება ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება მე. ჯობდა ეს ყველაფერი არჩევნების შემდეგ დაეგეგმათ. ირანი არ არის ვენესუელა. ირანი ძალიან ღრმა სიტუაციაა, მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი სახელმწიფოა,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება რუსეთს – პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რუსეთი „ასეთი დაბეჩავებული არასდროს ყოფილა“ და ის ვერსად ვერავის ეხმარება.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კავკასიაში ტრამპის ანტირუსული პოლიტიკა მკაფიოდ ჩანს და ის რუსეთს არაფერს უთმობს.

მისი თქმით, „ფაქტია, რომ ეს საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს“.

„რუსეთი რომ დასუსტებულია, ფაქტია. იმიტომ არ სჭირდებათ რუსეთის დაშლა, რომ ეს კატასტროფული იქნება მსოფლიოსთვის. რუსეთი ასეთი დაბეჩავებული არასდროს ყოფილა როგორც ახლაა. ვერსად ვერავის ეხმარება. თავის დროზე გადააგდო ჯერ კიდევ სომხეთი. შემდეგ სირია, ვენესუელა, ახლა ირანში რაც ხდება, ვხედავთ. ერთადერთი რუსეთი ტრამპს სჭირდება ჩინეთის დასაბალანსებლად. მას უნდა, როგორმე რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს და ეს არანაირად არ გამოუვა. მას მმართველობის ძალიან მოკლე ვადა აქვს და ორი ავტორიტარული რეჟიმის გახლეჩა ასე იოლი არ არის. ამიტომ ეს თამაშები არის უაზრო,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ევროპას და ცალკეული ევროპული ქვეყნების პირების განცხადებებს, პოლიტოლოგის თქმით, ის, რომ ამერიკამ ევროპას ოპერაციის შესახებ არ შეატყობინა, ევროპელებისთვის კარგიც კია.

„ევროპა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ის, რომ ამერიკამ ევროპას ოპერაციის შესახებ არ შეატყობინა, ევროპელებისთვის კარგიც კია. უფრო თამამად დაელაპარაკებიან ტრამპს და თამამად განახორციელებენ თავის არაამერიკულ პოლიტიკას. თუ არ მეუბნება არაფერს, ვფიქრობ, კარგია, რომ არ მეუბნება და მეორე მხრივ, უფრო დამოუკიდებელი ვხდები. ამიტომ ევროპა ამით თუ არ იგებს, არც არაფერს აგებს,“ – აღნიშნა მან.

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა.  ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტს დაარტყეს. „ომის დაწყებიდან შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანმა 700-ზე მეტი დრონი და ასობით რაკეტა გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე