„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

04-12-2025 17:07
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 684

5 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ტვიშის ქ. N16-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 5 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 დეკემბერს, 23:00 საათიდან, 6 დეკემბერის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: საბანაკოს დასახლებას, ყვარლის, კაკაბეთის, ტვიშის, ანდღულაძის, ამირეჯიბის, გეზათის, მესხეთის, დურმიშიძის, კალანდაძის, რატილის, შერვაშიძის, ონიანის, არველაძის, აფანასევის, წალენჯიხის, ტოლენჯის, მათიაშვილის, კოპცოვის, ნავთლუღის VIII ქუჩას, უშაკოვი, ქობულაძის, ჩოჩუას, ტატიშვილის, ყარყარაშვილის, ბაქრაძის, უზნაძის, ხომერიკის, გვენცაძის, ხუციშვილის, გუჯარეთის, პაპიაშვილის, ჭიჭინაძის, ნანეიშვილის, ღვინიაშვილის, გაჩეჩილაძის, სიდამონ-ერისთავის, ხაჩატურიანის, მელიქიშვილის, მემანიშვილის, ხელთუფლიშვილის, დაისელის ქუჩებს; ბუშის, მელაანის, არსენიძისა და ციმაკურიძის ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე