ჯუანშერ ბუჭულაძის ადვოკატი - სახლში, გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა, რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს

ჯუანშერ ბუჭულაძის ადვოკატი - სახლში, გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა, რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 147

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, ბურჭულაძეს წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, რის გამოც, მისი დაკავების დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო.

„სასწრაფო დახმარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ რამდენიმე დღის წინ, საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო, წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია იყო, გადაიყვანონ სასწრაფო დახმარების მანქანით. რამდენიმე დღის წინ, სახლში მიიღო ტვინის შერყევა. შეიძლება ადამიანი წაიქცეს ელემენტარულად, რა პრობლემაა? სახლში იყო და გადაადგილების დროს, წაიქცა და დაზიანდა, მიიღო ტვინის შერყევა. რამდენიმე დღეა წოლითი რეჟიმი აქვს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი არ მოუსმენია და ადგილზე მისვლის დროს შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული იყო.

„დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო. რომ მოვედი, პროცედურები უკვე დაწყებული იყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა - "ვთვლით, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება"



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე