კაია კალასი - ჩინეთს და რუსეთს ალბათ, ბედნიერი დღე აქვთ, მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ - ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების და საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 15

ჩინეთს და რუსეთს ალბათ ბედნიერი დღე აქვთ. მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„თუ გრენლანდიის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ნატო-ს ფარგლებში. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის“, - წერს კალასი.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-მა და ევროპამ არ უნდა დაუშვან, რომ მათ შორის დავის გამო მთავარი ამოცანიდან - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხიდან - ყურადღება გადაიტანონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის არასრუწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს, ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე