კაია კალასი საქართველოზე - სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს

კაია კალასი საქართველოზე - სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 208

რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ შეხვედრაზე საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა საქართველო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, რომელშიც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კაია კალასმა უპასუხა, რომ „საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა“.

ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა „ევროსკოპის“ შეკითხვას სანქციებთან დაკავშირებითაც უპასუხა.

„ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე რეგულაციებს გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჩემი კომპეტენციის ნაწილი არ არის, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, - აღნიშნა კალასმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე