კახა კალაძე - კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება

კახა კალაძე - კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება

08-04-2025 17:52
კატეგორიები: პოლიტიკა

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ, გვაშინებთ ამ სანქციებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს და კაია კალასი ქართველი ხალხის უფროსი ვერ იქნება. ეს რაღაც ზემოდან ყურება, ბრძანებები, ვისთანაც გასდით იმასთან გაუვიდეთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, არც კაია კალას და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს, თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელილი იყოს, როგორც სხვა ქვეყნის შემთხვევაში გააკეთეს.

რა პროტესტზე მელაპარაკებით? რომელ პროტესტზე მელაპარაკებით? - ერთი რამე უნდა გაიგოთ. თქვენ ხართ უმცირესობაში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. კაია კალასი, მსგავსი ტიპის ჩინოვნიკები ყველა უმცირესობაში ხართ. ყველა ის ადამიანი, ვინც ქვეყნის წინააღმდეგია - რადიკალები, ვითომ რაღაც პოლიტიკური პარტიები, ეს აგრესიული დაჯგუფებები - უმცირესობაში ხართ და მოგიწევთ, ამ ყველაფერს შეეგუოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

პოსტი ნახა: 277


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე