კახა კალაძე - არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი

კახა კალაძე - არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი

29-09-2025 16:28
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 647

არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იგეგმება.

კახა კალაძის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება.

„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ვადამდელი არჩევნები. არჩევნები მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა. 2028 წელს დაელოდეთ, იქნება საპარლამენტო არჩევნები. გამოდის ის, რომ ავრცელებთ სიცრუეს, ფალსიფიკაციას. არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. „ძლიერი საქართველო“ და თქვენ, ერთი ხართ, არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან. ხართ რადიკალების წარმომადგენლები, უსამშობლო აგენტურები. არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება, ეს არის ტყუილი, სიცრუე“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე