კახა კალაძე - გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი

კახა კალაძე - გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ „ივანიშვილი არის ნაძირალა, გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ ეწყინება“.

კახა კალაძის განმარტებით, გედევან ფოფხაძე არასერიოზული ადამიანია.

„მისგან მეტს არც უნდა მოელოდე ადამიანი, ისეთი რაღაცები აქვს ნაკადრები. შესაბამისად, ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ და ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო გედი ფოფხაძე“, - განაცხადა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე