კახა კალაძე - ნაძვის ხე დაიდგმება, ვისმენ რადიკალების განცხადებებს, რომ აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ომის დროსაც კი იდგმება ნაძვის ხე

კახა კალაძე - ნაძვის ხე დაიდგმება, ვისმენ რადიკალების განცხადებებს, რომ აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია - ომის დროსაც კი იდგმება ნაძვის ხე

06-12-2024 16:23
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1010

ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული და პატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხის დადგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს.

„საახალწლო თემას რაც შეეხება, რამდენიმე დღეში მოგაწვდით უკვე ზუსტ ინფორმაციას, როდის იქნება ნაძვის ხის ანთება. მას ძალიან ბევრი პატარა ელოდება. მე, ასევე, ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე