კახა კალაძე -  როცა მართალი ხარ, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ - კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი!

კახა კალაძე - როცა მართალი ხარ, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ - კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი!

08-04-2025 17:07
კატეგორიები: პოლიტიკა

როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პოლიტიკოსების არ მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ არ მიდიან სხდომაზე.

„როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. კანონში გაწერილია ყველაფერი თუ რა ხდება შემდეგ და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რატომ არ მიდიან ეს ადამიანები? იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხები თავიანთი განვლილი ქმედებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც ჩააყენეს ქვეყანა, ამიტომ გაურბიან კითხვებს, გამოძიებას. არ მისვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 397


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე