კახა კალაძე ვაკის პარკში ხის წაქცევაზე - ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? ადგილზე არავინ ყოფილა, ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება

კახა კალაძე ვაკის პარკში ხის წაქცევაზე - ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? ადგილზე არავინ ყოფილა, ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 117

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სკვერებისა და პარკების შემოწმებასა და მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, თუმცა ბუნებრივი პროცესებისგან დაზღვეული არავინაა.

„ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? იქ არავინ იმყოფებოდა, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. სულ ნუ გავგიჟდებით, ხომ? ბუნებრივი პროცესები არსებობს, რომლის პრევენციაც შეუძლებელია. ხე წაიქცა, ხე მოტყდა, ცუდია, მაგრამ...“,- განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე