კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 159

ევროკავშირის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სოცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, - აღნიშნა კალასმა.

ასევე, კაია კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას უპასუხა.

„როგორც იცით, ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეების და მსგავსი პირების წინააღმდეგ საქართველოში.

ჯერჯერობით ყველა არ არის თანახმა წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გზების პოვნაზე“, - აღნიშნა კალასმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე