კანადამ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფა გამოაცხადა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰალიფაქსში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

28-12-2025 12:49
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 137

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას უკრაინის აღდგენის პროცესის დასაწყებად“, - განაცხადა კარნიმ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მარკ კარნის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ და მარკ კარნიმ ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე