კანონდამრღვევი ფინანსთა სამინისტრო! საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა კვლავ დაარღვიეს კანონი - მათ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში! მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისა და ტელეკომპანია "თრიალეთის" მოთხოვნები იყო, როგორც ოფიციალურად წარდგენილი, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული, ფინანსთა სამინისტრომ პასუხის გაცემა არ ისურვა. როგორც არაერთხელ უკვე მომხდარა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, კვლავ უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება!

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 31
კანონდამრღვევი ფინანსთა სამინისტრო!
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა კვლავ დაარღვიეს კანონი - მათ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადებში!
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტისა და ტელეკომპანია "თრიალეთის" მოთხოვნები იყო, როგორც ოფიციალურად წარდგენილი, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული, ფინანსთა სამინისტრომ პასუხის გაცემა არ ისურვა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ, დაეცვათ კანონი და დროულად მოეწოდებინათ მოთხოვნილი ინფორმაცია - თუმცა უშედეგოდ.
როგორც არაერთხელ უკვე მომხდარა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, კვლავ უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება!
როდესაც მაღალი თანამდებობის პირი საჯაროდ და განმეორებით არღვევს კანონს - ეს ნიშნავს, რომ ის დარწმუნებულია:
🔴 პასუხისმგებლობას არავინ მოსთხოვს!
და როდის ხდება ასე?
👉 მაშინ, როცა კანონდარღვევა ხდება ზემდგომი ხელისუფლების მხარდაჭერით - როცა არსებობს გარანტია, რომ უკანონო ქმედებებს დაფარავენ.
📍 როდესაც:
• ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ მედიას და მოქმედებს შერჩევითად;
• ფინანსთა სამინისტრო არღვევს კანონს - და პასუხს არავინ სთხოვს;
• სასამართლო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას;
• სახალხო დამცველისგან პასუხს თვეებია ვერ ვიღებთ -
👉 ჩნდება მთავარი კითხვა:
მაშ, რა უნდა ვქნათ ჩვენ?
რა გზას მივმართოთ?
სად ვიპოვოთ სამართალი ამ უსამართლო ქვეყანაში?

მსგავსი სიახლეები

2 საათის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე