კასპის მუნიციპალიტეტში 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლეს

კასპის მუნიციპალიტეტში 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლეს

14-02-2025 14:56
კატეგორიები: სამართალი რეგიონი

კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.

ბრალდებული - 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.

პოსტი ნახა: 1175


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე