ცოტა ხნის წინ, სამტრედიაში, სოფელ ცხენიშში ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.