ხაშურში „ელიტ-ელექტრონიქსი“ გაქურდეს - შსს-მ ორი პირი დააკავა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

7 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 43

ხაშურში „ელიტ-ელექტრონიქსი“ გაქურდეს - შსს-მ ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე „ელიტ-ელექტრონიქსის“ მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა კალაძე - ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი.  ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მედიასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მარტა კოსის განცხადებას.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის ევროპის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი მილსადენ „დრუჟბას“ არ აღადგენს, რომელიც უნგრეთს რუსული ნავთობით ამარაგებს. ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების შესაძლო გამოყოფასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „არასდროს დავუჭერთ მხარს ბრიუსელის მიერ უკრაინისთვის რაიმე ფინანსური დახმარების გაწევას, სანამ უკრაინელები ნავთობს არ გამოუშვებენ“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე