ხდება თუ არა "თრიალეთზე" ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით?

ხდება თუ არა "თრიალეთზე" ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით?

პოსტი ნახა: 209
საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ დაბლოკა "თრიალეთის" ხელახალი რეგისტრაცია!
მიუხედავად, "თრიალეთის" 10 % წილის მფლობელის - შპს "აქცეპტის" დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, კახა კობიაშვილის მხრიდან ხელშეშლის მცდელობისა, პარტნიორთა კრება მაინც გაიმართა.
კრებას ესწრებოდა კობიაშვილის წარმომადგენელი ალლა კახნიაური, რომელმაც მოითხოვა, რომ საჯარო რეესტრის სტანდარტულ წესდებაში შეცვლილიყო მე-9 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყოფილიყო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 100 პროცენტი, ნაცვლად არსებული 3/4-ისა, რაც პირდაპირ ნიშნავდა, "თრიალეთის" თავისუფლების სრულ შეზღუდვას და ყველაფრით დამოკიდებულს ხდიდა10 % წილის მფლობელ ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე.
პარტნიორთა უმრავლესობამ ეს მოთხოვნა აღიქვა, როგორც "თრიალეთის" კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობა და არ დაეთანხმნენ, რის შემდეგაც ალლა კახნიაურმა განაცხადა, რომ კრების ოქმს ხელს არ მოაწერდა და წასვლისას ულტიმატუმის ფორმით თქვა: "ტელეფონი იცით და როცა ჩვენს მოთხოვნაზე დათანხმებას გადაწყვეტთ, დამიკავშირდით."
მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრს ჩაბარდა "თრიალეთის" დოკუმენტაცია პარტნიორთა 90%-ის ხელმოწერით. თუმცა, მეორე დღეს საჯარო რეესტრმა კვლავ დაგვიდგინა ახალი ხარვეზი, რომელიც საეჭვოდ, სრულად დაემთხვა ალლა კახნიაურის მოთხოვნას.
საჯარო რეესტრი ამტკიცებს, თითქოს ჩვენს ძველ წესდებაში წერია, რომ წილის გასხვისებისთვის აუცილებელია პარტნიორთა "თანხმობა" და მოითხოვეს. ახალ წესდებაშიც ჩაიწეროს 100%-იანი თანხმობის აუცილებლობა.
საჯარო რეესტრის განცხადება არის სრული სიცრუე, რადგანაც, "თრიალეთის" რეგისტრირებულ ძველ წესდებაში სიტყვა "თანხმობა" საერთოდ არ წერია.
წესდების 4.2 მუხლში პირდაპირ წერია: "პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება."
პარტნიორთა მერ მიღებული "გადაწყვეტილება" და თითოეული პარტნიორის "თანხმობა" სრულიად განსხვავებული სამართლებრივი ცნებებია.
გარდა ამისა, წესდების სხვა მუხლებში პირდაპირ განმარტებულია, რომ საზოგადოების წევრების შეცვლა (წილის გასხვისება), წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა - წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას, ხოლო პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება კრებაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით.
შესაბამისად, საჯარო რეესტრის განმარტება ან მძიმე იურიდიული შეცდომაა, ან მცდელობა, რომ "თრიალეთი" ბიძინა ივანიშვილის კომპანიის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა: რატომ ზღუდავს და ავიწროებს "თრიალეთს", პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და ახლა უკვე, ბიძინა ივანიშვილის კომპანია და მისი დისშვილი, კახა კობიაშვილი!
გვაინტერესებს:
ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება?
თუ მისი დისშვილი კახა კობიაშვილი, საკუთარი ინიციატივით ჩაერთო "თრიალეთის" განადგურების პროცესში?


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე