🔴 ხელისუფლება, და პირადად პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე მიზანმიმართულად ებრძვის ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს»!
ეს არის პირდაპირი ზეწოლა სიტყვის თავისუფლებაზე!
ეს არის შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე!
პრემიერ მინისტრი თავად აცხადებს, რომ ზოგიერთ ტელევიზიას მილიონობით დავალიანების გადახდას არ სთხოვენ.
მაგრამ, ამავე დროს, შერჩევითი და დისკრიმინაციული მიდგომით, ანადგურებს "თრილეთს"!
მისივე განცხადებით, "რუსთავი 2"-ს (და სავარაუდოდ, "იმედსაც") გაუკეთეს ათეულობით მილიონი ლარის ვალის რესტრუქტურიზაცია.
მაშინ როცა "თრიალეთს", ბევრად მცირე დავალიანების მიუხედავად, არ ეძლევა იგივე შესაძლებლობა!
"თრიალეთი", წლების განმავლობაში ითხოვს ვალის რეტრუქტურიზაციას, მაგრამ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე თავად არჩევს, რომელ ტელევიზიას შეუმსუბუქოს მდგომარეობა - და რომელი დახუროს!
ერთს - რესტრუქტურიზაცია, მეორეს - განადგურება!
ეს არ არის სამართალი - ეს არის შერჩევითი დარტყმა თავისუფალ მედიაზე!
თუ "რუსთავი 2"-ს ეკუთვნის რესტრუქტურიზაცია - რატომ არ ეკუთვნის იგივე "თრიალეთს"?
“თრიალეთი” არ ითხოვს პრივილეგიას -
ის ითხოვს თანაბარ პირობებს და სამართლიანობას!
შერჩევითი სამართალი ნიშნავს უსამართლო მმართველობას!
🔴 ხელისუფლება, და პირადად პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე მიზანმიმართულად ებრძვის ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთს»!
2 საათის წინ
პოსტი ნახა: 26