ხელვაჩაურში, კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, კვალის წაშლის მიზნით კი მანქანა მდინარეში გადააგდეს

ხელვაჩაურში, კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, კვალის წაშლის მიზნით კი მანქანა მდინარეში გადააგდეს

04-06-2025 12:51
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 1456

აჭა­რის მე­დია ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს.

“ბა­თუ­მე­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ღა­მის სა­ა­თებ­ში, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მი­მა­ვა­ლი კაცი ბა­თუ­მი-ხუ­ლოს ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე ჩა­ცხრი­ლეს.

“აჭა­რის მა­უ­წყე­ბე­ლი“ კი და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს წერს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი მდი­ნა­რე­ზე გა­სა­სე­ირ­ნე­ბელ კა­ტერს აქი­რა­ვებ­და. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გვი­ან ღა­მით სრო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს.

მოკ­ლუ­ლის მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­დეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ნა­ტყვი­ა­რე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

ფოტო: “აჭა­რის მა­უ­წყე­ბე­ლი“



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე