ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოში

პოსტი ნახა: 1114

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. კერძოდ, მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ისინი სხდომის რეგლამეტის დარღვევაში დაადანაშაულა, რაზმაძის თქმით ამისთვის მათ თავჯდომარის ნებართვა სჭირდებოდათ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე