ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
შსს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში, გუშინ, 25 ივლისს მოხდა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი - დედა-შვილს.
დაშავებულები სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვი გამთენიისას დაიღუპა. რაც შეეხება დედას, ჩვენი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.